რეალური მოტივი ყოფილი პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებების უარყოფაა - კელი სააკაშვილზე
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. ამის შესხებ კელიმ twitter-ზე დაწერა. ამერიკელი დიპლომატისთვის გაუგებარია, რატომ არ მისცეს რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება.
რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება სასამართლო პროცესზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას? რატომ არ შეუძლია იგივე გააკეთოს სამოქალაქო საავადმყოფოში? გასაკვირი არ არის, რატომ ფიქრობს ბევრი, რომ რეალური მოტივი ყოფილი პრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებების უარყოფაა", - წერს იან კელი.