კილაძის ინფორმაციით, ექიმს, რომელსაც საკაშვილის სიცოცხლე აბარია, ყალბი დიპლომი აქვს

16.11.21 00:11
კილაძის ინფორმაციით, ექიმს, რომელსაც საკაშვილის სიცოცხლე აბარია, ყალბი დიპლომი აქვს

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის, ინფორმაციით, გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, მანანა ელექტეროვას, ყალბი სამედიცინო დიპლომი აქვს.  კილაძემ ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, მას აქვს სამედიცინო ინსტიტუტის ყალბი დიპლომი, ყაბარდო-ბალყარეთში მოეწყო თავის დროზე, ჩვენ გვაინტერესებს, რატომ დუმს პენიტენციური, რატომ არ ავრცელებს მისი განათლების თაობაზე ინფორმაციას, კითხვები არის ძალიან ბევრი", - ამბობს კილაძე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები