ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განმარტებებს ყოველდღიურად გააკეთებენ - იუსტიციის მინისტრი

16.11.21 10:22
ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განმარტებებს ყოველდღიურად გააკეთებენ - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ გლდანის N 18 ოპენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინისტრის განმარტებით,  აღნიშნული დაწესებულება სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც მესამე პრეიზდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

რატი ბრეგაძის თქმით, დეზინოფორმაციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ექიმთა სეპციალური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველდღიურად გაასაჯაროებს. 

მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელოლბის მდგოარეობის შეფასებისა და მისი მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე 12 პენიტენიცური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბმისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვსალზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. შეგახსეენბთ, აღნიშნულ სამკურნალო  დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას  და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა წერტილი ყველა დეზონფორმაციას. დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში, პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, გლდანის მე -18 დაწესეულებაში კი ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზეა დაცული. აქვე, ყველას მოვუწოდებ, თავის შეიკავონ დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის მავნებელი და აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოედებთ პატიმარს შიმშლობის შეწყვეტისკენ, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები