უკრაინის სახალხო დამცველის ციხეში შეშვების ვალდებულება არ გვაქვს - იუსტიციის მინისტრი

16.11.21 10:45
 უკრაინის სახალხო დამცველის ციხეში შეშვების ვალდებულება არ გვაქვს - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატო ბრეგაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უკრაინის სახალხო დამცველს , ლუდმილა დენისოვას, გლდანი N 18 -ე პენიტენიცურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობით არ აქვს ვალდებულება, რომ მეგობარი ქვეყნი სახალხო დამცველი ციხეშ შეუშვას. 

იუსტიციის მინისტრი ასევე, ლუდმილა დენისოვას რუსთავის ციხეში ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ სახალხო დამცველმა მაშინ ცალმხირივ შეფასება გააკეთა და საქართველოს მთავრობის  პოზიცია არ მოისმინა. 

საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება.  შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, სწორედ ამ მოტივით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს. წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა განცხადება ცალმხრივად, ალბათ კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია, იმიტომ, რომ პირველად როდესაც ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა და მე-12 დაწესებულებაში იგი შევიდა, როდესაც გამოვიდა, მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება,  - თქვა ბრეგაძემ. 

მსგავსი სიახლეები