სასამართლო ბრალდებულის გარეშე - საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი ბრალდებულის გარეშე იმართება.
იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადების ეშინიათ, წინასასამართლო სხდომის გამართვისთვის პროცესი გადმოიტანეს შუა ნოემბერში. მიზეზად მოაქვთ სუს-ის მითიური გამოძიება და ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეფარებიან, ვითომდა ზრუნვის მოტივით არ გადმოჰყავთ სასამართლოზე"- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატი სააკაშვილის საქმის პოლიტიკურ შემადგენლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს:
თუ ამ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი არ იყო, არ ჰქონდა პროპაგანდისტული ხასიათი, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში პირველი წარდგენა.
რატომ გამოყვეს მიხეილ სააკაშვილის საქმე ცალკე ელგუჯა ცომაიას, ბატონი წოწორიების და ბატონი ნარიმანიძის საქმისგან, მაშინ, როდესაც ერთობლივად წაუყენეს ბრალი და ბრალდებების შინაარსი ფაქტობრივად იდენტურია. როდესაც ცომაიას, წოწორიების, ნარიმანიძის, ნამდვილი გმირების პროცესი იქნება, იქ რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე წარიმართება პროცესი, ეს კიდევ უფრო დიდი ლუსტრაცია იქნება და ამას უნდათ თავი აარიდონ, - ამბობს ბექა ბასილაია.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებებს, ადვოკატის თქმით, რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში:
მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, იძალადეს, მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს.
რაც შეეხება უკრაინის სახალხო დამცველის არშეშვებას, კიდევ ერთი ლუსტრაციაა, როგორ უხეშად ირღევა ადამიანის უფლებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ" - დასძინა უფლებადამცველმა.
გომელაურის უწყებამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ბრალი წარდგენილი აქვთ ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს და მამა-შვილ წოწორიებს.