ვინ სთხოვა კუჭავას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა - პარლამენტის თავმჯდომარე დუმს

16.11.21 11:33
 ვინ სთხოვა კუჭავას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა - პარლამენტის თავმჯდომარე დუმს

ოპოზიციური პარტიის წევრებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა სთხოვეს, კახა კუჭავა საიდუმლოდ ტოვებს. ბიუროს სხდომაზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ კუჭავა დეტალებს აღარ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში უნდა გაერკვეს. 

თვითონ ძალიან კარგად იციან, თვითონ დაასახელონ, თუ აქვთ სურვილი, ჯერ ერთმანეთში გაერკვნენ. ეს არ იყო კონსპირაციული შეხვედრა, ჩვეულებრივი შეხვედრა იყო და ეს არ იყო ერთპარტიული პოზიცია. მე ვიკითხე, ეს მხოლოდ მათი პოზიცია იყო თუ არა, თქვეს, რომ არა, შეთანხმებული იყო სხვა პარტიების ლიდერებთან, - თქვა კუჭავამ. 

მსგავსი სიახლეები