როგორც კი რთავს შუქს და ტელევიზორს, პატიმრები ხმაურს იწყებენ - დენისოვა სააკაშვილის წამებაზე საუბრობს

16.11.21 11:47
როგორც კი რთავს შუქს და ტელევიზორს, პატიმრები ხმაურს იწყებენ - დენისოვა სააკაშვილის წამებაზე საუბრობს

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

სახალხო დამცველი  მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიურ და მორალური ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას.

რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის წამება, ჩვენ ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ, რომლითაც მივმართავთ სტრასბურგს. მაქვს ინფორმაცია, რომ გრძელდება ფსიქლოგიური ტერორი მიხეილ სააკაშვილზე. როდესაც ის რთავს შუქს და ტელევიზორს, მაშინვე იწყება შეძახილები, ხმაური ციხეში, ეს ყველაფერი არის ზეწოლა. ამის გამო ჩართულ ტელევიზორსა და ანთებეულ შუქში  უწევს ძილი. ასევე არ ეძლევა სუფთა ჰაერის მიღების საშუალება, რადგან არ შეუძლია ფანჯრის გაღება, - თქვა დენისოვამ. 

მსგავსი სიახლეები