მილიონნახევარი ავტომობილებისთვის - შსს ავტოპარკს ისევ აახლებს

16.11.21 11:55
მილიონნახევარი ავტომობილებისთვის - შსს ავტოპარკს ისევ აახლებს

მილიონები ახალი ავტომობილებისთვის - გომელაურის უწყება ისევ ავტოპარკს აახლებს. 20 ახალი ავტომობილის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადებულია. დოკუმენტაციით  ირკვევა, რომ უწყებას განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს: ყველა ავტომობილი  2021 წელს უნდა იყოს გამოშვებული და ყველა თეთრი ფერის უნდა იყოს. 

უწყებაში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ავტომობილების  შეძენას ოპერატიული  საჭიროებით ხსნიან. კორუფციის მკველვარები კი ამტკიცებენ, რომ შსს თანხებს არამიზნობრივად ფლანგავს.

მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ავტომობილებს ყიდულობს, ეს არის 20 ახალი ავტომობილი. როგორც ყოველთვის, შსს-ს ახსნაა, რომ ეს არის ოპერატიული მიზნებისთვის, რაც შსს-ს მუშაობას ნამდვილად არ ეტყობა თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის დევნას. შსს-ში არ გაზრდილა თანამშრომელთა რაოდენობა, არ დამატებია არაფერი, ახალი განყოფილებები არ შექმნილა და გაუგებარია, საერთოდ, რაში სჭირდებათ ეს 20 ავტომობილი, ეს ჩანაცვლებაა თუ კიდევ ახალ ავტომობილებს აძლევენ სხვა თანამშრომლებს, - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები