შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს - კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

16.11.21 13:37
შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს - კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას კობა დავითაშვილის შვილიც უერთდება. თორნიკე დავითაშვილი არსებულ ვითარებას ცირკს უწოდებს და საკუტარი ნათლიის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საქმის განხილვაში უცხოელი მოსამართლეების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

თორნიკე დავითაშვილის ეს მიმართვა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის და მისი ოჯახი წლებია, თავს სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, კობა დავითაშვილის შვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ნათლიის მიმართ შურისძიება კარგს არაფერს მოიტანს.

ერთადერთი, ვინც უნდა წყვეტდეს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას, არის ექიმი. თუ ის გადაწყვეტს, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის არ არის შესაბამისი პირობები, მაშინ ის უნდა გადაიყვანონ. თუ ექიმი ობიექტურ საფუძველზე ამბობს, რომ უნდა გადაიყვანონ, მეც ვემხრობი. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა ხდებოდეს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.

უნდა მოვიწვიოთ ნეიტრალური მოსამართლეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ სააკაშვილის ბედი. თუ ისინი იტყვიან, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. ასევე უნდა იყოს საპირისპირო შედეგის დროსაც, თუ ნეიტრალური მოსამართლეები იტყვიან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ეს ოპოზიციამ უნდა აღიაროს.

მთავრობა ცდილობს, რაღაც ნაბიჯები გადადგას, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაღაც შეცდომებს უშვებს. წესით არ უნდა უშვებდეს, რადგან საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავრობა უნდა იყოს ყურადღებით, რადგან საქმე ეხება ადამიანს , რომელიც ქვეყანას დიდი ხანი მართავდა და დღესაც ბევრ ადამიანს მის მიმართ სიმპათიები აქვს. ეს არ არის მარტო მიშას საქმე, ეს ქვეყნის საქმეა. მთელი საზოგადოება მართლაც ბეწვის ხიდზე გადის, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. უკეთესი იქნება, თუ მთავრობა შეძლებს სიტუაციის განმუხტვას - აცხადებს ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თორნიკე დავითაშვილი.

მსგავსი სიახლეები