სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და მიტაცებული არჩევნები - ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება

16.11.21 13:55
სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და მიტაცებული არჩევნები - ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი გრძელდება

თბილისი დღეს საპროტეტო აქციების ეპიცენტრი გახდება. რესპუბლიკის მოედანი, აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი -ოპოზიციის აქცია ამ ლოკაციებზე მალე დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა  და მიტაცებული არჩევნების გაპროტესტება- ეს არის მთავარი, რის გამოც დღეს ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ისევ ქუჩაში გამოვლენ.

 დღეს გვექნება ავტოკოლონებით საპროტესტო მოძრაობა. ასეულობით ავტომობილი მიიიღებს მასში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია, ყველა ის ადამიანი, ვინც უარს ეუბნება ივანიშვილს, გავაერთიანოთ და ყველანი ქუჩაში დავდგეთ. მხოლოდ მაშინ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები-მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და რიგგარეშე სამართლაინი არჩევნები. - აცხადებს ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე.

მსგავსი სიახლეები