"ოცნება კლავს" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

16.11.21 13:47
"ოცნება კლავს" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

"ოცნება კლავს" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან-ადგილზე პარტია ,,ლელოს" ლიდერები, მედიკოსები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

გვინდა, შევახსენოთ, რა არის მათი ამოცანა, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გვინდა, შევახსენო მათ, რომ 2 წლის განმავლობაში კოვიდის გამო იმაზე მეტი ადამიანი დავკარგეთ, ვიდრე აფხაზეთის ომის დროს. არ გამოსდით მათ ეს საქმე. წადით, რადგან არც პასუხისმგებლობა გაქვთ და არც პროფესიონალიზმი. იმ ხალხს დაუთმეთ, ვისაც შეუძლია მართვა. იმდენად მიგვაჩვიეს სიკვდილს, რომ პერსონალურ სიკვდილებზე გადავიდნენ  და ველოდებით, როდის მოკვდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მცირე, კაცმაცუნებული აზროვნება აქვთ. რევანშის აღება სურთ. მაშინ ხარ შენ ხელისუფლება, როცა პატიება შეგიძლია - აცხადებს ,,ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე.

მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი დღეს არ დასრულდება და  აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

მსგავსი სიახლეები