სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის აინტერესებს, მგონი, საკუთარ მშობელსაც კი - ირაკლი ქადაგიშვილი

16.11.21 12:48
სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის აინტერესებს, მგონი, საკუთარ მშობელსაც კი - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის, მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მშობლებსაც კი არ აინტერესებთ.

მისივე განცხადებით, მოშიმშილე პატიმარზე პენიტენციური სამსახური და ექიმები ზრუნავენ. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის აინტერესებს, მგონი, საკუთარ მშობელსაც კი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ეს "შიმშილობა", ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე სპეკულირება ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად მსჯავრდებული სააკაშვილი გამოიყვანონ ციხიდან, ეს არის მთელი ამ ვაკხანალიის მიზანი, ამიტომ მის ჯანმრთელობაზე თუ ვინმე მართლა რეალურად ზრუნავს, ეს არის ის ექიმები და პენიტენციალური სისტემა, სადაც სააკაშვილი ამჟამად იმყოფება - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები