დესტაბილიზაციის გაღვივებას ცდილობენ - ვოლსკი სააკაშვილთან ჩამოსულ უცხოელებზე
პარლამენტის ვიცე სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ფიქრობს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი დაა ასევე ზოგიერთი ის ადამიანი, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლას ცდილობს, საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება.
უკრაინის სახალხო დამცველი იქნება, დეპუტატი იქნება, ვისიც გინდა იყოს, ადამიანი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, თუნდაც ჟურნალისტი, როდესაც მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, ეს არის განპირორებული ერთი მთავარი ნიშნით, რომ ეს ადამიანები თავის მოვალეობის შესასრულებლად კი არ მოდიან, ეს ადამიანები მოდიან იმისთვის, რათა ეს დესტაბილიზაციის პროცესი როგორმე გააღვივონ, - თქვა ვოლსკიმ.
უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილი მოსანახულებლად ჩავიდა, პენიტენიცურ დაწესებულებაში არ შეუშვეს. ლუდმილა დენისოვა ამ დრომდე განმარტებების მოლოდინშია.