იუსტიციის სამინისტრი სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დამალვას ცდილობს - ადვოკატი
ადვოკატი შოთა თუთბერიძე უკრაინელი სახალხო დამცველის გლდანის ციხეში არშეშვებას საერთაშორისო სკანდალად აფასებს. უფლებადამცველის თქმით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დამალვას ცდილობს.
ქალბატონმა დენისოვამ, ომბუდსმენმა, წინა ვიზიტის დროს როცა გამოვიდა და დატოვა მიხეილ სააკაშვილი, მან გააკეთა საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ რეალისტური განცხადება. დილიდან ელოდება, როდის გადაწყვეტს ციხის ადმინისტრაცია მის შეშვება-არ შეშვების საკითხს. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დამალვას ცდილობს უკვე იუსტიციის სამინისტრო. ეს არის ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი, როცა ასეთი მაღალი რანგის უფლებადამცველს და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად, - თქვა შოთა თუთბერიძემ.
უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილი მოსანახულებლად ჩავიდა, პენიტენიცურ დაწესებულებაში არ შეუშვეს. ლუდმილა დენისოვა ამ დრომდე განმარტებების მოლოდინშია.