საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ითხოვს და დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს

16.11.21 13:17
საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ითხოვს და დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს

საზღვრის უკანონო კვეთა - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება მოსამართლე დავით კურტანიძის ფრაზამ გამოიწვია, რომელის მიხედვითაც  სასამართლოს თვითმიზანი არ არის, ბრალდებული პროცესს დაესწროს. 

ადვოკატების თქმით კი, მოსამართლე კურტანიძე ხელისუფლების იდეოლოგიას სრულად იზიარებს და ბრალდებულს სრულფასოვანი დაცვის უფლებას უზღუდავს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას. მოთხოვნის შემდეგ გაირკვა, რომ მოსამართლეს პენიტენციური სამსახურისთვის სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება. ან მისი ონლაინ ჩართვა ჰქონდა მოთხოვნილი. 

საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა, პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ადვოკატებმა პროცესზე "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" დასწრების შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს. 

მსგავსი სიახლეები