"ქართული ოცნების" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ

16.11.21 13:20
"ქართული ოცნების" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ

ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება, საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის  ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, სესიაზე განაცხადა. ხუნდაძის თქმით,  კოლეგებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს გლდანის N 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულებს.

სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება, საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემი სიტყვები, თავად ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 -ე საავადმყოფოს. ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა, - განაცხადა ხუნდაძემ.

 პარლამენტში , რომლიც უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის ეპიცენტრია, სესია მიმდინარეობს. განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილის საქმე და დარღვეული უფლებებია. 

 

მსგავსი სიახლეები