ოპოზიციას სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ აინტერესებდეს, ე.წ. შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა - ქადაგიშვილი

16.11.21 13:25
ოპოზიციას სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ აინტერესებდეს, ე.წ. შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის, თქმით, ოპოზიციას და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლობლებს, მისთვის შიმშილობის შეწყვეტა უნდა მოეთხოვათ. ამის შესახებ მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა. 

ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის 47 დღიან შიმშილობას ისევ ეჭვქვეშ აყენებს. 

მათ რომ აინტერესებდეთ ამ ადამიანის ჯანმრთელობა, ერთი მოწოდება მაინც იქნებოდა რომელიმე მათგანის მიერ, ან თუ გინდათ, ოჯახის წევრის მხრიდან, შეეწყვიტა ამ ადამიანს ეს ე.წ. შიმშილობის აქცია. ჩვენს ქვეყანას ევოლუცია სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია. მოვუწოდებ ყველას, რომ ბოიკოტის, შიმშილობის ნაცვლად იმუშაონ პარლამენტში და მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები, - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 პარლამენტში , რომლიც უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის ეპიცენტრია, სესია მიმდინარეობს. განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილის საქმე და დარღვეული უფლებებია.  

მსგავსი სიახლეები