"ადამიანური უპირატესობა, რაც გქონდათ, დაკარგეთ" - ელისაშვილის მიმართვა მმართველ გუნდს

16.11.21 13:36
"ადამიანური უპირატესობა, რაც გქონდათ, დაკარგეთ" - ელისაშვილის მიმართვა მმართველ გუნდს

ადამიანური უპირატესობა, რაც გქონდათ, თქვენ დაკარგეთ, - ამ სიტყვებით მიმართა "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, მმართველ გუნდს პარლამენტის სესიაზე. ელისაშვილმა პენიტენციური  სამაახურის მიერ გავრცელებულ კადრებზეც ისაუბრა და მათი გასაჯაროება უღირს ქმედებად შეაფასა. 

აი, იმ კადრების გავრცელება, მე სააკაშვილისადმი დამოკიდებულება, რაც მქონდა, ის მაქვს, რაც ვნახეთ, იყო უღირსობა. ის უპირატესობა, რაც გქონდათ, ადამიანური დიდი უპირატესობა, თქვენ დაკარგეთ, სამწუხაროდ. არ ვიცი, ამას გრძნობთ, ვერ გრძნობთ, პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს, ადამიანური და პრაგმატული. პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფო დააზიანეთ, - თქვა ელისაშვილმა. 

პარლამენტში , რომლიც უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის ეპიცენტრია, სესია მიმდინარეობს. განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილის საქმე და დარღვეული უფლებებია.  

მსგავსი სიახლეები