მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციის ალიანსი" მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

16.05.26 12:22
მზადება 26 მაისისთვის - "ოპოზიციის ალიანსი" მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისისთვის ემზადება. პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუჩებში ხალხის მობილიზება და სიმრავლეა საჭირო,  სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პარტიის ლიდერები ქუჩებში თავად დადიან, მოქალაქეებს ხვდებიან და მოუწოდებენ, რომ შეურთდნენ დიდ პროტესტს "ერთად საქართველოსთვის".

ალიანსის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო ბროშურები გუშინ სადგურის მოედანზე დაარიგეს.  მათ მოისმინეს მოქალაქეებიც პრობლემებიც და უშუალოდ გაუზიარეს საკუთარი ხედვები, რა და როგორ წარმოუდგენიათ.

დღეს "ალიანსის წევრები" მთაწმინდის რაიონში, ქიქოძის ქუჩაზე აპირებენ ხალხთან შეხვედრას და ფლაერების დარიგებას. 

კამპანია გვაქვს მობილიზაციის, რომელიც გამოვაცხადეთ და რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როცა გვინდა, რომ რუსთაველზე შეიკრიბოს მრავალრიცხოვანი აქცია. გვაქვს სოციალურ ქსელში კამპანია, გვაქვს ფიზიკური კამპანია, ადამიანებს ვხდებით და პლუს ვარუგებთ ფლაერებს.  დრეს მოგვიწია სადგურის მოედანზე დარიგება, ხალხსაც ველაპარაკეთ და რამდენიმე ატასი ფლაერიც დავარიგეთ 26 მაისტან დაკავშირებით", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები