დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა - ამირან გამყრელიძე

16.11.21 14:13
დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა  კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ექიმის მოვლაოებაა პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება: 

საკმაოდ კარგად  ვიცნობ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.  ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთანაც, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ასევე დედასთან. ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი, მე ექიმი ვარ და ჩვენთვის, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი, ჩვენ არ ვანსხვავებთ. ექიმის მოვლაოებაა პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე, როგორც ექიმი, ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ვენდომი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია.

მისი განცხადებით, გაფართოებულმა კონსილიუმმა უნდა დაასკვნას, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს:

დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს", - თქვა გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები