მზადება 26 მაისის აქციისთვის - "ოპოზიციის ალიანსის" ლიდერები დღეს მთაწმინდის რაიონში იმყოფებოდნენ

16.05.26 17:35
მზადება 26 მაისის აქციისთვის - "ოპოზიციის ალიანსის" ლიდერები დღეს მთაწმინდის რაიონში იმყოფებოდნენ

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის აქციისთვის ემზადება - ლიდერები დილიდან ურიგებენ ფლაერებს მთაწმინდის მოსახლეობას. პოლიტიკოსებმა ხალხს პირისპირ აუხსსნეს, რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის დღეს საპროტესტო შეკრებაში მონაწილეობა. 

სამი მილიონი ჯარიმა მარტო კამერებით გამოწერეს წელს მარტო. თუ გინდათ, რომ შეწყვიტონ ჯარიმების გამოწერა, მოდით 26 მაისს. თუ გინდათ მართლა ფასების დაწევაზე იყოს საუბარი და არა ის ბუტაფორია, რაც ამათმა გააკეტეს, მაშინ ნმოდით 26-ში. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვებს წამლის ფული უნდა დაუფინანსდეთ, მოდით 26-ში. თუ ფიქრობთ, რომ ბევრი უსამრთლობა ხდება ქვეყანაში და ამ უსამართლობას უნდა აღუდგეთ წინ, მოდით 26-ში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ალიანსის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო ბროშურები გუშინ სადგურის მოედანზე დაარიგეს.  მათ მოისმინეს მოქალაქეებიც პრობლემებიც და უშუალოდ გაუზიარეს საკუთარი ხედვები, რა და როგორ წარმოუდგენიათ. 

მსგავსი სიახლეები