ჩაშვების პრაქტიკა ვახტანგ გომელაურმა და "ხარებამ" დანერგეს - ირაკლი შაიშმელაშვილი
ჩაშვების პრაქტიკა ვახტანგ გომელაურმა და "ხარებამ" დანერგეს - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი გდდ-ს ყოფილი შეფის, ზვიად ხარაზიშვილის იმ განცხადებას სადაც "ხარება" ამბობს, რომ მისი სპეცრაზმელები სისტემის შიგნიდან "ჩაუშვეს".
- საქართველოში 2024 წლის აქციების მიმდინარეობას ჟურნალისტზე, პოლიტიკოსსა და დემონსტრანტზე ძალადობის ბრალდებით ხუთი სპეცრაზმელი 2 წლის თავზე დააკავეს.
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ უწყებაში, მინისტრის კაბინეტთან "ჩამშვევების რიგი იდგა".
რაც შეეხება 5 დაკავებულს, გდდ-ის ექს მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, დაკავებულებთან გარკვეული გარიგება შედგა, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აეღოთ.
შაიშმელაშვილის ინფორმაციით, 5-დან 2 სპეცრაზმელი უკვე იხდიდა სასჯელს ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილის ეპიზოდზე:
ჩაშვების პრაქტიკა ამათმა დანერგეს: გომალაური, "ხარება". თქვან არ იცით, რა სიბინძურეები ხდებოდა, კაბინეტებთან ენის მიმტანთა რიგები იდგა. რადგან ეს მათი დანერგილი პრაქტიკაა ამიტომ აქვთ ეჭვი.
რაც შეეხება 5-დან 2 პირს, ისიცი მანამდე იყვნენ დაკავებულები სინჯიკაშვილის ეპიზოდზე. როგორც ჩანს ამ ადამიანებთან გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოეს და უთხრეს, ბარემ ეს საქმეებიც აეღოთ საკუთარ თავზე"- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
გდდ-ის ექს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, 5 სპეცრაზმელის დაკავების შემდეგ, სისტემაში უკმაყოფილება იმატებს.
მე რაც ვიცი უარყოფითი რეაქცია აქვთ. მათთვის ნათქვამი ჰქონდათ ხელმძღვანელ პირებს, იმ პერიოდში გომელაურისგან მოდიოდა ეს დაპირება, რომ "ჩემი ბიჭები არსად, არცერთ ნაწილში არ დაისჯებიან და ამას მე ვუზრუნველჰყოფ". გომალაური ხომ "სამშობლოს გულიზა სანქცირდებოდა" და ამ ბიჭებსაც აიძულებდნენ დანაშაულებრივი ქმედებების გაკეთებას. მე არ ვიცი დაკავებულებს რამდენი გადაუხადეს, მაგრამ მათი დაჭერის შემდეგ, ზოგადო განწყობაა სისტემაში: უკვე არ იციან სისტემა მათ როდის გაწირავს"- დასძინა შაიშმელაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ბრზანების უშუალო გამცემები. ამასთან, შაიშმელაშვილის განცხადებით, აქციების დარბევასა და დემონსტრანტების დარბევაში მხოლოდ გდდ-ის თანამშრომლები არ იყნენ ჩართულები და გადაცდომები აქვთ შს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებსაც.
2026 წლის 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს სამ ადამიანზე ძალადობის ბრალდებით ხუთ ადამიანს წაუყენებენ ბრალს. ბრალი მათ 8 მაისს წაუყენეს.
საუბარია ხუთ კაცზე, რომელთა იძალადეს:
- დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე;
- პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და
- ჟურნალისტ გურამ როგავაზე.