შაიშმელაშვილი მასალების გასაჯაროებას აანონსებს: "ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის"

16.05.26 20:03
 შაიშმელაშვილი მასალების გასაჯაროებას აანონსებს: "ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის"

შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი,  ირაკლი შაიშმელაშვილი მასალების გასაჯაროებას აანონსებს. ამის შესახებ ექს-მაღალჩინოსანმა TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. 

შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სულ მალე ამუშავდება პლატფორმა, სადაც  მისი თქმით, რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები გამოქვეყნდდება. "ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის"- თქვა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. 

ძალიან ბევრი მასალა გვაქვს დამუშავებული, რომელსაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ. ეს იქნება ძალიან მოულოდნელი და მტკიცბეული რეჟიმისთვის. ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის" - განაცხადა შაიშმელაშვილმა. 

ამასთან, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს, რომ სისტემაში მყოფ პოლიციელებს საშუალება ექნებათ ანონიმურობის დაცვით იმ უკანონობის შესახებ  მიაწოდონ ინფორმაცია ორგანიზაციას, რომელიც უწყებაში ხდება. 

მსგავსი სიახლეები