სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები 26 მაისს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

16.05.26 20:15
 სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები 26 მაისს დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან

პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.

„რეჟიმის ტყვეები საქართველოს ღირსების დაცვისა და სიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ის, რასაც უღირსეულესი ადამიანები გააკეთებდნენ. 26 მაისს ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და უმნიშვნელოვანესია, ვიყოთ იქ, სადაც ისინი იდგებოდნენ“, - თქვა ნიკა კაციამ. 

26 მაისს აქცია ოპოზიციის ალიანსმა დააანონსა. 
 

მსგავსი სიახლეები