"ეს არ არის ჩემი განსასჯელი" - ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე
ცოტნე ივანიშვილი ირწმუნება, რომ სინდისის პატიმრების საკითხს განიცდის, თუმცა ამბობს, რომ ეს თემა მისი "განსასჯელი" არ არის. მისი თქმით, ეს მთავრობის და შესაბამისი უწყებების პეროგატივაა. ამის შესახებ მან დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის. მეც პირადად, რა თქმა უნდა, განვიცდი ამ ფაქტებს, ამის იქით, ეს არ არის ჩემი განსასჯელი. ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამაზე მეტს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. პირადად შემიძლია გითხრათ ის, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიცდი წუხილს და ამის იქით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე ივანიშვილი ამ წუთებში ოჯახის სიწმინდის დრესტან დაკავშირებულ მსვლელობაში მონაწილეობს.