მარინე მიზანდარი: ძველი თბილისის დაცლა და ნგრევა სისტემურ პრობლემად იქცა

17.05.26 17:25
მარინე მიზანდარი: ძველი თბილისის დაცლა და ნგრევა სისტემურ პრობლემად იქცა

თბილისის ისტორიული იერსახის განადგურების საფრთხეზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე საუბრობს. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ ძველი სახლების დემონტაჟისა და ისტორიული უბნების დაცლის ტენდენცია მძიმე სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, დედაქალაქი თანდათან კარგავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახეს, ხოლო ძველი თბილისის მცხოვრებლების ჩანაცვლება ბიზნესინტერესებით ხდება. 

ტენდენცია ძველი, ისტორიული სახლების მორღვევის, განადგურების დანგრევის, არის ძალიან მტკივნეული და გაუმართლებელი და ეს დამოკიდებულება მოწმობს უმძიმეს სისტემურ პრობლემას. თბილისში დღეს, ფაქტობრივად, ვკარგავთ ჩვენს ისტორიულ ქალაქს, მის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ უფაქიზესი განაშეანიანებით მიღწეულ ჰარმონიულ სახეს. ადგილობრივი მოსახლეობა იდევნება ძველი თბილისის უბნებიდან და მისი ჩანაცვლება ხდება კერძო წარმატებული ბიზნესებით ან სხვა საქმოანობებბით ანუ ფაქტობრივად, ეს ქუჩები და სახლები ცარიელდება. ესეც ძალიან მძიმე ტენდენციაა, რომელსაც ხელ უწყობს ფაქტობრივად, ადგილობრივი ხელისუფლება. ეს არ არის მხოლოდ უგუნურება, გაუნათლებლობა ან უვიცობა. თითქოს ეს არის განზრახ მცდელობა, რომ ამ ქალაქს დაუკარგონ ისტორიული მეხსიერება, დაუკარგო საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული სახე, - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინე მიზანდარი.

თბილისის მერიამ ერეკლე მეორეს მოედნიდან მოსახლეობა კუთვნილი ბინებიდან რეაბილიტაციის მოტივით გამოიყვანა, მაგრამ როგორც "შაბათის ეთერს" ადგილობრივები უყვებიან, მათ ქონებას არ უფორმებენ. ხალხს ეჭვი აქვს, რომ მათი სახლების ხელში ჩაგდება, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უნდა.   ერეკლე მეორეს მოედანზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი ტერიტორიების გამოთავისუფლების ოპერაციას, კახა კალაძე და მასზე დაქვემდებარებული უწყებები ასრულებენ - ისე როგორც ეს შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე მოხდა: აქ თბილისის განვითარების ფონდმა ძველი სახლების რეაბილიტაცია ჩაატარა, გარემონტებული სახლების დარეგისტრირების უფლებას კი მესაკუთრეებს, უკვე წლებია აღარ აძლევს.

მსგავსი სიახლეები