სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვა და რიგგარეშე არჩევნები - თბილისი საპროტესტო ტალღის ეპიცენტრია
თბილისი ისევ საპროტესტოს ტალღამ მოიცვა - ოპოზიცია ისევ ქუჩაშია. ლიდერები, მხადამჭერები და ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია, თბილისის ქუჩებში საპოტესტო აქციას მართავენ.
ავტოკოლონები ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედანიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან და კახეთის გზატკეცილიდან დაიძრნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.
ყველა ქუჩაზე ჩავივლით, ყველა სახელმწიფო უწყებას ჩავუვლით, ეს იქნება მსვლელობა საყვირებით, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ხელისუფლებას, რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, აქციები სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის ყოველდღიურ რეჟიმში იქნება - განაცხადა ,,ენმ" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
აქციის მონაწილეები საყვირებითა და შეძახილებით ცდილობენ, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან. საპროტესტო ტალღამ თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა, სადაც სამივე ლოკაციია ერთმანეთს შეუერთდება. შემდგომში როგორი იქნება ოპოზიციის გეგმები, ამის შესახებ ლიდერები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.