კომპრომატები "ოცნების" წინააღმდეგ - ირაკლი შაიშმელაშვილი ახალ მხილებებს აანონსებს

17.05.26 20:27
კომპრომატები "ოცნების" წინააღმდეგ - ირაკლი შაიშმელაშვილი ახალ მხილებებს აანონსებს

„გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია“ — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ახალ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ახალ მასალებს გაასაჯაროებს. მისი თქმით, იწყება მხილებების ახალი ეტაპი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, კონკრეტულ მტკიცებულებებს დაეფუძნება.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დღის ამბები“ მიცემულ ინტერვიუში შაიშმელაშვილმა თქვა, რომ მასალები ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საზოგადოება სხვადასხვა ინფორმაციას ეტაპობრივად გაეცნობა.

რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, შაიშმელაშვილი დეტალურად არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, აუდიო თუ დოკუმენტური მასალა. მისი განცხადებით, თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ამოწმებდა ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო საჯაროობის გადაწყვეტილება.

შაიშმელაშვილის თქმით, მის მიერ დაწყებული პროცესი შესაძლოა საერთაშორისო რეაგირების საფუძველიც გახდეს. გარდა ამისა, ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ახალი პლატფორმა, რომლის ამოქმედებაც უახლოეს საათებში იგეგმება, მოქმედ საჯარო მოხელეებს ანონიმურობის გარანტიას შესთავაზებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას გადაწყვეტენ.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები