"ძლიერი საქართველო - ლელო" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

17.05.26 20:25
 "ძლიერი საქართველო - ლელო" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო - ლელო" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის ლიდერები სოფელ ახალ კუმისსა და რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება.

ახალ კუმისში მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პირობებზე საუბრობს - სოფელში დღემდე არ არის სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია გზები, ხოლო უამინდობის დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება.

რუსთავში კი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა დასახელდა. ადგილობრივების თქმით, უსაფრთხოების ელემენტარული პირობების არარსებობის გამო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებსაც, ყოველდღიურად საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ გადაადგილება.

"ძლიერი საქართველო - ლელო" აცხადებს, რომ მათი მიზანია რეგიონებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და მოსახლეობის საჭიროებების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება.

მსგავსი სიახლეები