ყველაფერი მის თავში იხარშება, სააკაშვილი ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს - ინჯია

16.11.21 15:24
ყველაფერი მის თავში იხარშება, სააკაშვილი ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს - ინჯია

,,ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია, ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პირადად ადგენს, ვინ უნდა იშიმშილოს.

ყველაფერი, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ეს ყველაფერი მის თავში იხარშება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს, ვინ რა უნდა გააკეთოს. ნუ იფიქრებთ იმას, რომ ვინმე რამეს აკეთებს, ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწვეს მას, იჯდეს ციხეში მინიმუმ 6 წელი, იმიტომ, რომ მას არავინ არ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის"- თქვა დეპუტატმა. 

მსგავსი სიახლეები