"ურთიერთგამომრციხავი ინფორმაციაა" - უკრაინის სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს განმარტებებზე

16.11.21 15:30
"ურთიერთგამომრციხავი ინფორმაციაა" - უკრაინის სახალხო დამცველი  იუსტიციის სამინისტროს განმარტებებზე

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო წერილი, სადაც მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არშეშვების მიზეზებს განმარტავენ. ლუდმილა დენისოვას თქმით, წერილში ურთიერთგამომრიცხავ მიზეზებზეა საუბარი. 

დენისოვას თქმით, წერილიდან მხოლოდ გაიგო ის, რომ საქართველოს მთავრობა პენიტენციურ  დაწესებულებაში მხოლოდ ადვოკატებსა და უკრაინის კონსულს შეუშვებს. 

ჩვენ მივიღეთ იუსტიციის სამინისტროს პასუხი, თუ რატომ არ მომცეს ციხეში შესვლის უფლება. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი  ინფორმაცია. ერთ ნაწილში ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ეს დააფიქსირა სტრასბურგის სასამართლომ და თან მწერენ, რომ ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის გამო არ მიშვებენ, რადგან ის ისევ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე და ამ ვითარებაში რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ციხეში უშვებენ მხოლოდ სააკაშვილის უფლებების დამცველებს და მე ამ წერილიდან გავიგე, რომ ციხეში შეუშვებენ მხოლოდ ადვოკატებს და ჩვენს კონსულს, - განაცხადა დენისოვამ. 

მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას უკრაინელი სახალხო დამცველი რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდა. ლუდმილა დენისოვამ გლდანის ციხე უკვე დატოვა.  

მსგავსი სიახლეები