მდინარაძის უარი: როცა მათ უწოდებთ სინდისის პატიმარს, განზრახ შექმნილი ბარიერია, რომ არ შეიწყალონ
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ იცის ვინ არის სინდისის პატიმარი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს ტერმინი არის "განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ."
მისივე თქმით, სიტყვა [სინდისის პატიმარი] "გაცვდა და არასერიოზულად გამოიყურება."
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა მომხრე პოლიტპატიმრების შეწყალების, მდინარაძემ უპასუხა, რომ როგორც ერთი მოქალაქე, მიესალმება ნებისმიერ ჰუმანურ გადაწყვეტილებას, თუ იქნება "მონანიება, აღიარება."
მე არ ვიცი ვინ არის სინდისის პატიმარი, ეს არის თქვენი შეფასება, ამიტომ, სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმარზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. ჩვენს შორის კიარ ვლაპარაკობ და გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანზე კი არ არის საუბარი, მაგალითად პრეზიდენტზე, მე ხო არ შეიძლება ამას რეკომენდაცია მივცე მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოუდგენელია.
თქვენ როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ, პირიქით, მათ თქვეს და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, ვინც ინანიებს და სინანულზე საუბრობდნენ ისინი, შეიძლება სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმეორო, უბრალოდ აზრი ეს იყო, ვინც გამოხატავს სინანულს მისი შეწყალება არის კარგი, მოკლედ აზრი ეს იყო, მე ამას ვეთანხმები.
სინანული გამომდინარეობს აღიარებისგან, უკვე საერო პირის განმარტება შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან, რომ თუკი ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს ამ ქმედებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზოგადად, ჩემი საქმე არ არის მაინც ვიტყვი, სახელმწიფო ზოგადად ასეთი პირის მიმართ უფრო ლმობიერია, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან, შეწყალებასთან მიმართებაში და ასე შემდეგ." - თქვა მდინარაძემ.
მდინარაძის მტკიცებით, სასულიერო პირებისა და სინოდის წევრების გზავნილიც სწორედ ამ შინაარსს ატარებდა. მისი განმარტებით, ეკლესიის წარმომადგენლებს „სინდისის პატიმრები“ არ უხსენებიათ და საუბარი შეეხებოდა არა სტატუსებს, არამედ მონანიებასა და სინანულს.
თქვენ როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებით, პირიქით, მათ თქვეს, რომ, და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, რომ ვინც ინანინებს და სინანულე საუბრობდნენ ისინი, აზრი ეს იყო, ვინც გამოხატავს სინანულს, მისი შეწყალება არის კარგი. მე ამას ვეთანხმები, სინანული გამომდინარეობს აღიარებისგან, დავაკმაყოფილო, მომხრე ვიქნები, ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, ზოგადად, მივესალმები იმ შემთხვევაში, თუ იქნება მონანიება, აღიარება. ზეწოლა, რომელიც საფუძელს მოკლებულია და არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, ისე იმოქმედებს ვიღაცაზე, რომ ამით მიიღონ ჰუმანური გადაწყვეტილებები ინსტიტუციებმა, პრეზიდენტმა, პროკურატურამ, საპროცესოს შემთხვევაში, და ეს გახდეს ნორმა, ეს ჩემი აზრით, არ აის სწორი კონსტიტუციურად, სამართლებრივი პაქტიკა, მაგრამ თუ ადამიანი ითხოვს შეწყალებას, გაათვითცნობიერებს რა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ ვიქნები წინააღმდეგი, - ამბობს მდინარაძე.