დანაშულს ვერ დავიბრალებ, რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდებათ - ალეკო ელისაშვილის სიტყვა

18.05.26 13:40
დანაშულს ვერ დავიბრალებ, რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდებათ  - ალეკო ელისაშვილის სიტყვა

 

 

 

თავიდან ბოლომდე მაბრალებენ, არც ტერორიზმის მიზნით დამინთია ცეცხლი და არც გასათბობად, - ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა პოლიტკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს.

ელისაშვილმა პროცესზე დეტალურ მოყვა, რას ეხება ახალი სისხლის სამართლის საქმე.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 1 წლის წინ გამოძიება საქალაქო სასამართლოს ფასადზე გაჩენილ ხანძარათან დაკავშირებით, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იყო დაწყებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში ელისაშვილის სახელი და გვარი გაჩნდა, პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით გადააკვალიფიცირა.

რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდება, დანაშულს ვერ დავიბრალებ - თქვა ელისაშვილმა.

აქ არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, ისინი მიცნობენ ბავშვობიდან. მე რომ ვყოფილიყავი 2025 წლის 4 მაისს და გამეკეთებინა ის, რასაც ამბობენ, ვიტყოდი მე ვარო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მუხლი მაქვს ტერორიზმის და ერთი მუხლი მექნებოდა თუ ორი, სულერთია. მე რომ ის გამეკეთებინა, რასდადც ახლა კონრკეტულად ამ დარბაზში, ამ საქმის ფარგლებში მეუბნებიან, ნამდვილად ვიტყოდი, ამის პრობლემა არ მაქვს.

მეგობრები და ოჯახის წევრები იმიტომ მოვიშველიე, რომ მე რომ ეს გამეკეთებინა, ვიტყოდი, მაგრამ არ გამიკეთებია და რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდება, ვერ დავიბრალებ.

10 თვე, რაზეა ახლა საუბარი, ერთი 15 - წლიანი ტერორიზმის მუხლი მაქვს და რადგან ტერორიზმის მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს-გამოიხედეს, რადგან ტერორიზმის მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს-გამოიხედეს, გაუხსნელი საქმე ედოთ, 10 თვე ქონების დაზიანებით მიმდინარეობდა გამოძიება, რადგან ელისაშვილი დაჭერილი ვიყავი ტერორიზმის მუხლით, გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმისა და პოლიტიკური დაკვეთის გამო, ქონების დაზიანების გაუხსნელი მუხლი გადააკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით და მე წარმიდგინეს. მტკიცებულებები ნულია, სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება, არც იპოვეს ის ძაღლი, ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, მე ვიყავი. ორი მტკიცებულებაა, ერთი ძაღლი ამბობს, რომ მე ვიყავი, მეორე მტკიცებულება ვიდეოკადრებია. მე რომ ვარ თურმე იმით უნდა მიხვდე, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, ვინაობის დადგენა შეუძლებელიაო, მაგრამ კადრები ათას ჯადო ტელევიზიაში ატრიალეს, ელისაშვილი ტერორისტიაო, რადგან წითელი შრიფტით მიაწერეს ელისაშვილიაო, რომელზეც სამხარაულმა თქვა, ვერ ხდება ამოცნობაო,- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტში. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. ახალ საქმეზე პროკურატურის მთავარი “მოწმეები” სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან, რომლებმაც პროკურატურის მტკიცებით, ელისაშვილის სუნი სხვებისგან გამოარჩიეს.

  • მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს პროკურატურამ მეორე ეპიზოდზე წარუდგინა ბრალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს. საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ მან თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

ამასთან გაირკვა ისიც, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში, მთავარი ვიდეო მტკიცებულება, პირის ვინაობის დასადგენად, უვარგისი აღმოჩნდა. ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა. 

  • შსს ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს მთავარი ექსპერტი, ნინო ბორაშვილი  დასკვნაში წერს, რომკადრების უხარისხოა და ვერ დაადგნეს, ვინ არის პირი, ვინც სასამართლოს შენობას ალმოდებული ნივთი ესროლა.  

მსგავსი სიახლეები