გვიკეტავენ ფინანსურ წყაროებს! - გახარიას გუნდი
ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდი ზეწოლაზე საუბრობს - შალვა კერესელიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ პარტია "საქართველოსთვის" სტაბილურ განვითარებას:
არჩევნები დასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების დასრულების შემდეგ, კვლავ გრძელდება ზეწოლები ჩვენი პარტიის მიმართ, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ ჩვენი პარტიის სტაბილურ განვითარებას, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ და ბოლომდე გადაკეტოთ ჩვენი პარტიის ფინანსური რესურსი და შემოწირულობები, მაქსიმალურად შეზღუდოთ ჩვენი მხარდამჭერები და შემომწირველები. აღარაფერს ვამბობ, ახლად არჩეულ საკრებულოს, როგორც მაჟორიტარულ ასევე პროპორციული სიით გამარჯვებულ დეპუტატებზე“ - განაცხდა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.