ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება? - ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსი სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას ეხმიანება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკმაყფილებას გამოხატავს იმ ფაქტით, რომ რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტების წარმოდგენა გაიმართა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე ქართველი მსახიობებისთვის სცენაზე ადგილი აღარ არის.
"ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება?" - კითხულობს ზურაბიშვილი.
ამ დროს ქართველ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა, და ცხადია აღარც საშუალება ეძლევათ რომ რუსთაველის თეატრი “ დაიქირაონ”!!!
ნუთუ მართლა ყველაფერი იყიდება???, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
"რუსთაველის თეატრში" რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება 14 მაისს გაიმართა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა.
მოგვიანებით რუსთაველის თეატრის დირექტორმა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რუსი სტუდენტების მიერ გამართულ სპექტაკლზე განმარტება TV პირველთან გააკეთა.
გია თევზაძე ამბობს, რომ სცენის დათმობის სანაცვლოდ, თეატრის ადმინისტრაციამ ფული აიღო. "რუსთაველის თეატრის" დირექტორი აღნიშნავს, რომ 9 მაისის თემატიკა მას უხერხულობას არ უქმნის.