რატი ბრეგაძე აშკარად ნიჭიერი კაცია, მაგრამ მკვლელობის მხარეს დგას - ირაკლი ღლონტი

16.11.21 15:32
რატი ბრეგაძე აშკარად ნიჭიერი კაცია, მაგრამ მკვლელობის მხარეს დგას - ირაკლი ღლონტი

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღლონტი, იუსტიციის მინისტრს ანტიდასავლური ღირებულების მქონე პიროვნებად მიიჩნევს. ირაკლი ღლონტის შეფასებით, რატი ბრეგაძემ თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის ფონდი ევროპული განათლების მისაღებად გამოიყენა, მაგრამ დღეს ის სიკვდილის მხარეს დგას.

ნიჭიერი კაცი საშიში გახდება სახელმწიფოსთვის, თუ მას არასწორად აღვზრდით. რატი ბრეგაძეს ზუსტად ეს სიტყვები შეესაბამება. ბრეგაძეც აშკარად ნიჭიერი კაცია, რომელმაც თავის დროზე გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის ფონდიდან სახსრები ევროპული განათლებისთვის, მაგრამ დღეს დგას ანტიდასავლური ღირებულებებით სავსე, დღეს ის მკვლელობის მხარეს დგას. 

დღეს ცდილობენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩააქრონ სააკაშვილის სიცოცხლე, რის წინააღმდეგაც ქართული ოპოზიცია, საზოგადოება ვართ ერთიანი, ამის ნათელი დადასტურებაა ყოველდღიური, მშვიდობიანი  აქციები - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის საპყრობილედან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიუხედავად ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია დღეს 3 ლოკაციაზე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავს.

მსგავსი სიახლეები