პროდუქტების მაღალი ფასები და გამოძიება - სუს-ის მოკვლევაზე შუალედური შედეგი არ ექნება
“ნუ ელოდებით ვიღაცის დასჯას“ - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე სურსათის ფასებზე დაწყებულ გამოძიებას.
მისი თქმით, არავის ეგონოს, რომ ვინმეს დაიჭერენ და შემდეგ გააიაფებენ პროდუქტებს.
სუს-ი დაინტერესდა მხოლოდ და მხოლოდ ფასთა წარმოქმნით- თქვა მან.
თქვენ თუ ბოროტი ნების შედეგად ელოდებით, რომ ჩვენ იარაღით დავადგებით თავზე, დავიჭერთ და შემდეგ გავაიაფებთ, რადგან გამოძიების შედეგების და ამ კეთილ ნებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე მეკითხებით, კოორდინაციასთან ერთმანეთთან, ეს არ იქნება. სუს-ი დაინტერესდა მხოლოდ და მხოლოდ ფასთა წარმოქმნით, თქვენ ნუ ელოდებით ვიღაცის დასჯას, სახელმწიფო უწყებებს, გამოძიების ეს შედეგი მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება სწორი პოზიციის ჩამოყალიბებაში, როგორ დასტაბილურდეს ფასი და ინფლაციამ დარტყმა არ მიაყენოს მაინც და მაინც იმ კონკრეტულ პროდუქტებს, რომელიც სამომხმარებლო კალათაში შედის, - განაცხადა მდინარაძემ.