"სამი დღეა, ვერ ვდგები საწოლიდან" - სააკაშვილის წერილი უკრაინელ ომბუდსმენს

16.11.21 15:34
"სამი დღეა, ვერ ვდგები საწოლიდან" - სააკაშვილის წერილი  უკრაინელ ომბუდსმენს

უკრაინელი სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს, რომელიც მესამე პერეზიდენტმა პირადად მას მისწერა. გზავნილში სააკაშვილი იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობს, რომელშიც გლდანის N 18-ე  პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

მე მივიღე სააკაშვილის წერილი, სადაც ის მდგომარეობას აღწერს და წაგიკითხავთ. კრიმინალები ყვირიან დღისით და ღამით, მათ შორის, უყვირიან უკრაინის კონსულსაც, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა. ჩემთან არ უშვებენ ჩემს პირად ექიმს და მთავრობის მიერ შექმნილ კონსილიუმის წევრებს. დღეს უკვე მესამედ არ დამიშვეს ჩემს საკუთარ პროცესზე. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკვე სამი დღეა, ვერ ვდგები საწოლიდან, წნევა იცვლება უეცრად, მინიმალური ზღვრიდან რეკორდულ ნიშნულამდე, კალციუმი დაეცა ერთ მომენტში 2. 6 -მდე. ჩემმა ექიმმა ის შემდეგ ტაბლეტებით დაასტაბილურა. მას შემდეგ, რაც ჩემს ექიმს აღარ უშვებენ, მე შევწყვიტე ამ აბების მიღება. ოთახში არ არის არათუ სამედიცინო აპარატურა, არამედ ღილაკი ექიმის გამოძახებისთვის, - წერს სააკაშვილი.

უკრაინელი ომბუდსმენი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას გლდანის ციხეში მხოლოდ იმიტომ არ უშვებს, რომ იქ ბევრი რამ აქვს დასამალი. 

მსგავსი სიახლეები