ოთხი თვე გამოძიებიდან - სუს-ი ვერ არკვევს, რა იწვევს პროდუქტის გაძვირებას და არის თუ არა დანაშაულის ნიშნები

18.05.26 20:06
ოთხი თვე გამოძიებიდან - სუს-ი ვერ არკვევს, რა იწვევს პროდუქტის გაძვირებას და არის თუ არა დანაშაულის ნიშნები

 

 

სუს-ი ისევ იკვლევს, როგორ ფორმირდება პროდუქტის ფასი - ოთხი თვეა, სუს-ის ხელშია ქსელური მარკეტებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან ამოღებული დოკუმენტები - თუმცა, ამ დრომდე ვერ დაადგინეს, რა იწვევს პროდუქტების გაძვირებას და არის თუ არა დანაშაულის ნიშნები.

მდინარაძე, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას უწევს, ახლა ინფლაციასთან ბრძოლას აანონსებს - ხელისუფლების გათვლაა, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებს ფასის ცვლილება არ დაეტყოს, თუმცა, როგორ, ეს გეგმა ჯერ არ ჩანს - დამოკიდებულია სუს-ის დასკვნაზე.

მამუკა მდინარაძის განცხადება ოპოზიციისთვის თავის მართლების მცდელობაა - ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ივანიშვილის გუნდმა ხალხი ისევ მოატყუა. ჯერ  უკმაყოფილების ისრები ბიზნესისკენ გადაიტანა, ახლა კი საერთოდ ამ თემის დღის წესრიგიდან გაქრობას გეგმავს.

სუს-ის კომპანიებში შესვლა ბიზნესის დაშინების მცდელობაა ეკონომისტებისთვის - იმის ნაცვლად, რომ "ოცნება" მოქალაქეების შემოსავლის გაზრდაზე ფიქრობდეს, რომ მეტ მოქალაქეს ჰქონდეს გაზრდილი ანაზღაურება, რაც შესაძლებლობას მისცემთ სასურველი პროდუქტის ყიდვის, ახლა აქცენტს მხოლოდ 15 პროდუქტის გაიაფებაზე აკეთებს.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები