ივანიშვილს აწყობს, რომ საზოგადოებამ დაკარგოს ნდობა საარჩევნო პროცესის - თაზო დათუნაშვილი

18.05.26 22:42
ივანიშვილს აწყობს, რომ საზოგადოებამ დაკარგოს ნდობა საარჩევნო პროცესის - თაზო დათუნაშვილი

"ივანიშვილს აწყობს, რომ საზოგადოებამ დაკარგოს ნდობა საარჩევნო პროცესში, ნებისმიერ მშვიდობიან, დემოკრატიულ, კონსტიტუციურ გზაში ხელისუფლების ცვლილებისა" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს შეცდომები და წინ იაროს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ არ გაუცრუვდეთ იმედები. 

...როდესაც არჩევნებში ნდობა ზიანდება, ეს ამ ქვეყანაში ერთადერთ კაცს აწყობს, ამ კაცს ბიძინა ჰქვია და გვარად ივანიშვილია. ივანიშვილს აწყობს, რომ საზოგადოებამ დაკარგოს ნდობა საარჩევნო პროცესში, ნებისმიერ მშვიდობიან, დემოკრატიულ, კონსტიტუციურ გზაში ხელისუფლების ცვლილებისა და მაშინ ის იქნება ავტოკრატი, რომელსაც არჩევნებიც აღარ დასჭირდება.

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება რომ გააკეთეს, დააზიანეს საერთო ოპოზიციური საქმე, დღეს ქალაქის მეოთხედი, მეხუთედი ნაწილით არჩეული მერი არის, რომელსაც იმიტომ, რომ ბოიკოტის კამპანია აწარმოეს ძვირფასმა კოლეგებმა, დააზიანეს ეს პროცესი და ახალ ეს კაცი, ლეგიტიმაციაზე როცა არის ლაპარაკი, ვერ არის ქალაქის მერი? ვერ ხარჯავს ბიუჯეტს? ვერ იპარავს და ვერ ხაპავს კიდევ ფულს? და ვერ გვაგინებს ყველა ინტერვიუდან? იგივეს ვერ აკეთებენ მისი კოლეგები, პანტა-პუნტით იჭერენ სხვათა შორის საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს - ამიტომ, ცოტა სერიოზულად მივუდგეთ ამ პროცესს, გავიაზროთ შეცდომები და წინ ვიაროთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ არ გავუცრუოთ ის იმედი და რწმენა, რომელიც უნდა დარჩეს დემოკრატიაში," - განაცხადა თაზო დათუნაშილმა

მსგავსი სიახლეები