ბათუმში ,,ენმ"-ს ორმა წევრმა შიმშილობა დაიწყო
ბათუმში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიხეილ სააკაშვილის ორმა მხარდამჭერმა, კახა მიქელაძემ და ალექსანდრე ბერიძემ, შიმშილობა დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაა. მოშიმშილეები აცხადებენ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. მათივე თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ახალისებს ქვეყანაში ძალადობას და ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები.
კახა მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე მოუწოდებენ სახლში მყოფ მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო აქციებში.