სააკაშვილთან მიმართებაში ირღვევა ევროკონვენციის მესამე, მეექვსე, მეორე მუხლები - უკრაინელი ომბუდსმენი

16.11.21 15:49
სააკაშვილთან მიმართებაში ირღვევა ევროკონვენციის მესამე, მეექვსე, მეორე მუხლები - უკრაინელი  ომბუდსმენი

უკრაინელი სახალხო დამცველის განცხადებით, მისი მანდატი უკრაინის ყველა მოქალაქეზე ვრცელდება მოიუხედავად იმისა, სად იმყოფებიან ისინი. ლუდმილა დენისოვას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე  უარი ეთქვა, დაკსვნების გაკეთება მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოუწევს.

ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველთან და ასევე მესამე პრეზიდენტის პირად ექიმთან შეხევდრას გეგმავს. 

მე ვარ უკრაინის უმაღლესი რადას წრამომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში და ჩემი მანდატი ვრცელდება უკრაიანის ყველა მოქალაქეზე იმის მიუხედავად თუ სად იმყოფებიან ისინი, მათ შორის, საზღვრებს გარეთაც. მე რომ მენახა შესაძლოა, ჩემი შეფასებები შეცვლილიყო, მაგრამ ახლა დასკვნებს ვაკეთებ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვხედავ და მიყვებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ირღვევა ევროკონვენციის მესამე, მეექვსე, მეორე მუხლები, მათ შორის, პირველი მუხლი, რომელიც ეხება წამებას. ირღვევა საერთაშორისო აქტი პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლების შესახებ. ემ შევხვდები სააკაშვილის პირად ექიმს და სახალხო დამცველს იმის გამო,. რომ მე არ შემხვდა ციხის არცერთი ექიმი და არც დირექტორი. მე მათ ვუგზავნი ერილობით მოთხოვნებს და მივმართავ მთავარ ექიმს, რომ მომცენ სამედიცინო დასკვნებზე დაფუძნებული ინფორმაცია მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - თქვა დენისოვამ. 

მსგავსი სიახლეები