დიუშენის დაფინანსებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანხა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებზე უნდა დაიხარჯოს გადასახადების გადამხთელთა ფულია და ერთადერთი რამ, რამაც შეიცვლება თანხასთან დაკავშირებით შეაკავოს, "ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ".
კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მიერ წამლის მოთხოვნაზე და დღეს, საპატრიარქოში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი მზად არიან ყველას ესაუბროს, პირველ რიგში, მზადაა ისაუბროს პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით.
მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის რა თქმა უნდა საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.
ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკაოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ...მე პირადად არაფერს არ ვკარგავ, პოლიტიკურად მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა ჩვენთვის ამ თანხის გაცემა. ეს არის ხალხის ფული. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები უკვე კვირებია მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ. ისინი წამალს ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლეს გააუმჯობესებს და გაახანგრძლივებს.
- მშობლებს ამ დრომდე მთავრობიდან არავინ შეხვედრია.
დღეს, 15:00 საათზე, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების ნაწილი პატრიარქ შიო მესამეს შეხვდებიან.