რა საჭიროება დგას და რა ვერ უტარდება? - მდინარაძე სააკაშვილზე
რა საჭიროებაა დღეს, რომელიც შეუძლებელია ჩატარდეს პენიტენციური სისტემის დამედიცინო დაწესებულებაში? - ამ შეკითხვით მიმართა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სესიაზე ოპოზიციას. "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის გაუგებარია ისიც, რატომ არ მოუწოდებენ თანაგუნდელები და თანამოაზრეები მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ.
რა საჭიროებაა დღეს, რომელიც შეუძლებელია ჩატარდეს პენიტენციური სისტემის დამედიცინო დაწესებულებაში? დაასახელონ ერთი ასეთი ჩარევა სამედიცინო თვალსაზრისით, რა საჭიროება დგას და რა ვერ უტარდება? ვინმე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა? მართლაც ხომ არ არის გართულების ინტერესი სხვა მხარეს? - თქვა მდინარაძემ.
პარლამენტში , რომლიც უკვე რამდენიმე დღეა პროტესტის ეპიცენტრია, სესია მიმდინარეობს. განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილის საქმე და დარღვეული უფლებებია.