ჩემო ძვირფასო, არ ღირს ამ ადამიანებისთვის თავგანწირვა - ყაველაშვილი ხოშტარიას
არ ღირს ამ ადამიანებისთვის თავგანწირვა - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტიდან "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას. ყაველაშილმა მას შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.
ჩემო ძვირფასო. ელენეს მინდა, მივმართო, ყველას გვჯერა, რომ შენ შეგიძლია, რომ თავგანწირვა გამოიჩინო და შიმშილობ, მაგრამ არ ღირს ამ ადამიანებისთვის თავგანწირვა და საქართველოში არ უკვირთ არც მსხვერპლშეწირვა და არც თავგანწირვა, - თქვა ყაველაშვილმა.
პარლამენტში, რომლიც უკვე რამდენიმე დღეა, პროტესტის ეპიცენტრია, სესია მიმდინარეობს. განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილის საქმე და დარღვეული უფლებებია.