სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - კახა კალაძე

16.11.21 16:10
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - კახა კალაძე

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს - ამის შესახებ თბილისის მერმა საქართველოს მესამე პრეზოდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თავს იკავებს სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან, რადგან მისთვის მთავარი დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებია. 

ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი". - განაცხადა მან. 

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პენიტენციური სამსახურია.

არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული. სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური", - თქვა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები