მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ კონსილიუმის საჭირობა აღარ დგას - თამარ გაბუნია

16.11.21 16:36
მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ კონსილიუმის საჭირობა აღარ დგას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მუშაობის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც თამარ განუნიამ განაცხადა, იმ ფორმატით, რა ფორმატითაც კონსილიუმი მუშაობდა, ახლა საჭირო აღარ არის.

მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაყვანილია გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების, საჭიროება ნამდვილად აღარ დგას.

თავად გლდანის დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და რეალურად, აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება“, - უთხრა მედიას ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ. 

გაბუნია ირწმუნება, რომ გლდანის ციხე მრავალპროფილური, C ტიპის კლინიკაა, რაც ნიშნავს, რომ იქ არის ყველა საკმარისი პირობა შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის.

ცნობისთვის,  იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს თქვა, რომ კონსილიუმი შეიქმნა მაშინ, როდესაც სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 

როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, იმისთვის, რათა დამატებით თუ გახდება საჭიროება, მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”,- თქვა მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები