ექსპერტთა ჯგუფს ომბუდსმენის რწმუნება ექნება - ნინო ლომჯარია

16.11.21 17:26
ექსპერტთა ჯგუფს ომბუდსმენის რწმუნება ექნება - ნინო ლომჯარია

შეუშვებენ თუ არა გლდანის ციხის საავადმყოფოში მულტიფუნქციურ მედიკოსთა ჯგუფს, რომელიც დღეს ომბუდსმენის ინიციატივით შეიქმნა?  საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ უარის თქმის საფუძველი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია, რადგან ამ საკითხს საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს. 

ლომჯარიას განმარტებით, ალტერნატიულ მედიკოსთა ჯგუფი ციხეში რამდენიმე დღეში უნდა შევიდეს, რათა გააკონტროლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აგრეთვე, მონიტორინგი გაუწიოს გლდანის ციხის საავადმყოფოში არსებული სიტუაცია.

სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმი უკვე 7 დღეა, არ შესულა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან, იქედან გამომდინარე, რომ ამ კონსილიუმის მუსაობას დაბრკოლებები ექმნება, რადგან მათ ფიზიკურად არ უშვებენ ციხეში, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რის უფლებასაც გვაძლევს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი, შექმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შევა მე-18-ე დაწესებულებაში, მათ ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ ვიზიტები, ამ ჯგუფს ჩვენ ვაძლევთ სახალხო დამცველის რწმუნებებს, შესაბამისად, ისინი შევლენ დაწესებულებაში, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ეს არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის შესახებ კანონით. თუ ამ ჯგუფს შეექმნება დაბრკოლებები, ეს იმას ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს ეუბნება უარს, რაც წარმოადგენს არა მარტო ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევას, არამედ , შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაც გამოიკვეთოს - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, ხელისუფლების მიერვე კონსილუმს, უკრაინის სახლხო დამცველს, ევროპარლამენტარებსა და დეპუტატებს ციხეში არ უშვებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგენლებს სავარაუდოდ, უარს ვეღარ ეტყვის.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები