ოპოზიციის დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა
ოპოზიციის დღევანდელი აქცია დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაცია იყო ის გასაიდუმლოებული ადგილი, რომელზეც სხვადასხვა ლოკაციებზე დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა საბოლოო თავმოყრა მოხდა.
საპროტესტო ტალღის ფარგლებში მისი მონაწილეები დღეს ყველა სახელმწიფო უწყებებთან ჩერდებოდნენ. ისინი ხმაურითა და საყვირებით აპროტესტებდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტს და აღნიშნულზე ხელისუფლების პოზიციას.
,,გადაიყვანეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში" - მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები.
ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნებათ, ყოველდღიური რყევები კი ,,ქართული ოცნების" რეჟიმს დაამხობს.
ავტოკოლონები დღეს ერთდროულად რესპუბლიკის მოედანიდან , აღმაშენებლის ხეივანიდან და კახეთის გზატკეცილიდან დაიძრნენ.