"ემპათია" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპეტიზის ჩატარებას ითხოვს

16.11.21 17:00
"ემპათია" მიხეილ სააკაშვილისთვის  ექსპეტიზის ჩატარებას ითხოვს

ცენტრი "ემპათია" მიხიელ სააკაშვილისთვის კომპლექსური  სამედიცინო  ექსპერტიზის ჩატარებას  ითხოვს.  შესაბამისი მოთხოვნით ორგანიზაციის წევრებმა  სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართეს. 

მსჯავრდებული პრეზიდენტის ექპერტიზაზე ეტაპირებას ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ციხეში განხორციელებული სავარუდო წამების საქმის ფაგლებში მოითხოვს.

მინდა მოვუწოდო იუსტიციის მინისტრს კარგად გაეცნოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ამ პროცესის 144 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მხარეს უფლება აქვს ჩაიტაროს ექსპერტიზა. შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“ წარმოადგენს ლიცენზირებულ საექსპერტო დაწესებულებას და ჩვენ მივმართეთ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ექსპერტზისი მოთხოვნით ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რაზედაც ადექვატური პასუხი არ მიგვიღია დღემდე და შეზღუდული აქვთ ჩვენს ექსპერტებს ექსპერტიზის ჩატარების საშუალება. ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს ჩაიტაროს ექსპერტიზა იმ დაწესებულებაში, სადაც მას სურს და იმ ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც მას სურს, - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის მინისტრი ჯერჯერობით უცნობია. უარის შემთხვევაში  მინისტრი რატი ბრეგაძე კანონს დაარღვევს. 

მსგავსი სიახლეები